თბილისის N36 სკოლის მე-2 კლასელთა შემეცნებითი მოგზაურობა წიგნების ჯადოსნურ სამყაროში 
23-10-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეები პედაგოგ სოფო ასლამაზიშვილის ხელმძღვანელობით, ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ, სადაც დაათვალეირეს სიტყვების სკივრი და მიხვდნენ რომ წიგნი არის სიბრძნის წყარო, სადაც ყველა კითხვის პასუხს გაიგებენ.

პატარები ბიბლიოთეკაში ქცევის წესებსაც გაეცნენ და წიგნებიდან ნაწყვეტებიც ამოიკითხეს. აქტივობა ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203