ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა გოგიეთის ეკო-პარკი დალაშქრეს
23-10-2025

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება შემეცნებითი თავგადასავალია. 

შემოდგომის მოტივები - ასე დაარქვეს მე-51 კლასის მოსწავლეებმა ღვინობისთვის მე-18, მზიან დღეს.

ბავშვებმა, პედაგოგებთან ერთად, მთავარი მეტყევე ჯანვერდი ცეცხლაძის ხელმძღვანელობით დალაშქრეს გოგიეთის ეკო-პარკი, მისი შემოგარენით. 

„ემოციებით, სიმღერით, სხვადასხვა სახის გართობა-თამაშით ​შევეხმიანეთ მშვენიერი ბუნების სურათებს. მადლობა მშობლებს დღის გალამაზებისა და ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო გასვლით აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203