
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო და მრავალფეროვან მეთოდებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.
მოსწავლეთა ერთ-ერთი საყვარელი მეთოდია - სწავლა კეთებით, რომელიც თეორიულთან ერთად პრაქტკკულ სამუშაოს მოიცავს.
მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა ადამიანის სასუნთქი გზების აგებულება და ფუნქცია, სწორედ სწავლა კეთებით მეთოდის გამოყენებით შეისწავლეს.
გუნდური მუშაობის შედეგად ხელმისაწვდომი მასალისაგან მოსწავლეებმა შექმნეს ადამიანის სასუნთქი სისტემის მაკეტი, რომელმაც მათ შესაძლებლობა მისცა პრაქტიკულად დაენახათ თუ როგორ იკუმშება და ფართოვდება ფილტვები სუნთქვისას და რა როლს ასრულებს ამ პროცესში დიაფრაგმა.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნინო კარაპუტიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: