
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე პედაგოგი ელისო ენუქიძე წარადგინა.
ელისო ენუქიძე დაწყებითი კლასების კომბინირებული საგნების მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე სამ ათეულ წელზე მეტია დგას.
„19 წლის ასაკში შევაღე საჩხერის N1 საჯარო სკოლის კარი და იმ დღიდან ეს სკოლა ჩემი ოჯახი გახდა. იმ დღიდან უზომოდ შევიყვარე ჩემი პროფესია“,- აღნიშნავს პედაგოგი.
მისი გაკვეთილები თუ არაფორმალური აქტივობები გამორჩეული საინტერესო და მრავალფეროვანია, მისთვის მნიშვენლოვანია კლუბური მუშაობაც, შედეგიც არ აყოვნებს. მისი მოსწავლეები არაერთი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო პროექტების გამარჯვებულები არიან.
„არასოდეს არანაირი ამბიცია არ მქონია, გარდა ერთისა მერქვას კარგი მასწავლებელი“,- აღნიშნავს ელისო ენუქიძე და საკუთარ პროფესიას ერთგულად ემსახურება.
სკოლაში მასწავლებელს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ.
„ნამდვილად გვეიმედები და გვეამაყები, ელისო! მრავალი წელი გეღვაწოს და აღგეზარდოს ღირსეული თაობები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო