
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ამის ნათელია მაგალითია ღია ცის ქვეშ გამართული პატრიოტული ღონისძიება სლოგანით- „გამარჯობა აფხაზეთო შენი".
„აფხაზეთი, ჩვენი სატკივარია“- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ქართველ პოეტთა პატრიოტული ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ქართული დროშა გაშალეს და ერთგვარი პერფორმანსიც მოაწყვეს.
„ჩვენ ყველას გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში“, - შესძახეს მოსწავლეებმა და დასძინეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
იხილეთ ფოტოები: