
ღირებულებითი განათლება - რომელიც სასკოლო პროგრამაშია გაწერილი, უკვე 50-ზე მეტ სკოლაში დაინერგა. ერთ-ერთია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლა, სადაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი წარმატებით ხორციელდება.
ახლახან, პროექტის ფარგლებში, სკოლის უფროსკლასელებმა სპექტაკლი ნახეს, ქართველი წმინდანის გრიგოლ ფერაძის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.
მოსწავლეებისთვის სპექტაკლი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. თეატრალური წარმოდგენის შემდეგ კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: