
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ესთეტიკური ხედვის, მხატვრული ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა.
ახლახან, მეექვსე-მეხუთე კლასების მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე შექმნეს ნამუშევარები თემაზე - „შემოდგომა ჩვენს ფანჯრებში“.
მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. საკლასო ოთახის ფანჯრებთან განლაგებული საშემოდგომო კომპოზიცია ლამაზი სანახავია.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა, მარეხი სუდაძემ შესთავაზა.
იხილეთ ფოტოები: