
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, საშემოდგომო ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ. მათ როგორც მშობლიურ, ისე ქართულ ენებზე იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ისაუბრეს შემოდგომის ფერადოვნებაზე სიუხვესა და ბარაქიანობაზე. პატარებმა მინი სპექტაკლიც წარმოადგინეს, სადაც საშემოდგომო სურათი და წელიწადის ამ დროს ადამიანთა ყოფა წარმოადგინეს.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა, როლები ოსტატურად მოირგეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: