ხრიალეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად უქცია 
23-10-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი მაგალითია პირველკლასელთა პირველი საანბანო გაკვეთილი.  

პედაგოგის ლიანა ბურჯანაძის დახმარებით, პატარებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში დიდი შემართებით შეაბიჯეს

პატარებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია.

მოეწყო ლამაზი ღონისძიება. აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ბავშვებმა წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა გამოავლინეს და პირველ ასობგერებს სიხარულით გაეცნენ. 

დამირგებელმა ბავშვებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულოცა და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203