
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯარებულია საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მე-7ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული ღონისძიება სახვით ხელოვნებასა და ქართულ ლიტერატურაში.
მოსწავლეები ეწვივნენ ბოტანიკურ ბაღს და გიდის თანხლებით დაათვალიერეს იგი. შთაბეჭდილებები გადმოსცეს ნახატებით. მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია. ბოლოს წარმოადგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ბედნიერი შემოდგომა დაგვებედოს!”.
აქტივობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ მშობლები და პედაგოგები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
ღონისძიებას პედაგოგები - ა.ხურციძე, ე. კიკვაძე და. მ. კიკვაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: