ღრმაღელის საჯარო სკოლაში, არაფორმალური განათლების ფარგლებში, „საშაბათკვირო აკადემია“ მოეწყო
23-10-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სკოლაში განსაკუთრებული weekend მოეწყო. 

რეგიონალური განვითარების ფონდის ახალგაზრდა ლიდერებმა - ელენე ხაბეიშვილმა, ელენე არიშვილმა და ნატალი კილაძემ „საშაბათკვირო აკადემია“, რომელიც მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა. 

ბავშვებმა გაატარეს დრო სიხარულითა და შემოქმედებითად - შექმნეს მრავალი კრეატიული პროექტი, გაიღრმავეს ცოდნა სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებსა და კულტურებზე, ისწავლეს გუნდური მუშაობა და ურთიერთპატივისცემა. 

„საოცარი იყო მათი ყურება - რამდენი სითბო, მეგობრობა და ბედნიერება ტრიალებდა გარემოში! 
განსაკუთრებული მადლობა რეგიონალურ განვითარების ფონდს ამ შესაძლებლობისთვის და ჩვენი სკოლის ლიდერებს ღრმაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლებისა და განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203