დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს საკუთარი შემოქმედება მიუძღვნეს 
23-10-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა ორიგინალურად დაუდასტურეს. 

როგორც ყოველთვის, წელსაც დაშბაშის საჯარო სკოლაში დიდი სიხარულით აღინიშნა მასწავლებლის საერთაშორისო დღე.

მოსწავლეებმა მიულოცეს მასწავლებლებს და გაახარეს საკუთარი შემოქმედებით, აჩუქეს ყვავილები, და მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, მოსწავლეთა ხელით შექმნილი პოსტერი, რომელიც ბავშვებმა მასწავლებელს - ლუსინე კალაჩიანს დიდი სიყვარულით უსახსოვრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203