
თბილისის N132 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
„ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში პატარებმა დიდი სიხარულითა და შემართებით შეაბიჯეს. მათ მოტივაციაზე კი მზრუნველმა და მოსიყვარულე პედაგოგებმა იზრუნეს და პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქციეს.
პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და საზეიმო, სასწავლო-შემეცნებით თუ სახალისო აქტივობები დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს.
1-ელი ა კლასის დამრიგებელი ნინო წვერავა გახლავთ, 1-ელ ბ კლასს ნონა სიხუაშვილი ხელმძღვანელობს, 1-ელი გ კლასის მოსწავლეთა პირველი მასწავლებელი კი ნესტან წივილაშვილია - ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებიც პატარებს „ანბანეთში“ დიდი სიყვარულით შეუძღვნენ და ბავშვებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
პირველკლასელთა საანბანო დღესასწაული მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა - მარიამ მირველაშვილმა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: