უქმდება თუ არა ეროვნული გამოცდები? - კითხვას განათლების მინისტრი პასუხობს 
22-10-2025

11 წლიან სწავლებაზე გადასვლის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებისა და უმაღლესი განათლების ახალი კონცეფციის გაგების შემდგომ არაერთი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში, მათ შორის ერთ-ერთია შეიცვლება თუ რა უნივერსიტეტში ჩაბარების წინაპირობა და გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები - განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, საზოგადოებას ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართ მაღალი სანდოობა აქვს და მისი გაუქმება ამ ეტაპზე არ განიხილება.

„შესაბამისად, ამ ეტაპზე საკითხი, რომ ეროვნული გამოცდები გადაიხედება და რამე სხვა გამოცდები ჩაანაცვლებს, დღის წესრიგშიც კი არ დგას. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ იმ სისტემით ახალგაზრდების ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობის მიცემას, რასაც ეროვნული გამოცდები იძლევა. წლევანდელმა წელმაც დაადასტურა, რომ საკმაოდ მაღალი სტანდარტით ჩატარდა ეროვნული გამოცდები“, – განაცხადა მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

„დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო განათლება 12-წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11-წლიან სწავლებაზე“

უმაღლესი განათლების ახალი კონცეფცია ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203