
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შემოდგომა კი მოსწავლეთა შთაგონებისთვის საუკეთესო დროა. მიასნიკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ ულამაზეს სეზონს ნამუშევრები მიუძღვნეს.
წლის ყველაზე შთამაგონებელი სეზონი შემოდგომაა. ის მრავალმხრივია, მრავალ წინააღმდეგობრივ ემოციას იწვევს და ლიტერატურის, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების მრავალი ულამაზესი ნიმუშის ინსპირაცია ხდება.
„სასიამოვნო სანახავია ამ ლამაზი სეზონის სკოლის ფანჯრიდან დანახული პეიზაჟი. შემოქმედებითი აქტივობა იდეალურია შემოდგომის სილამაზის უკეთ აღსაქმელად. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის ფერთა გამა ძირითადად ყვითელია, მინდვრები ჯერ კიდევ ზოგ ადგილას მწვანეა, ცა მოწმენდილია, ამინდი მშვიდი და სასიამოვნოა. შემოდგომის შემოქმედებაში ასახვა ბავშვებს ეხმარება ამ ლამაზი სეზონის პირველი ნიშნების ამოცნობასა და დადებითი მახასიათებლების ხაზგასმაში“,- აღნიშნავენ აქტივობის მნიშვნელობაზე საუბრისას მიასნიკიანის საჯარო სკოლაში და დასძენენ, რომ შემოდგომის სილამაზე ნათლად ჩანს მოსწავლეთა შექმნილ ნამუშევრებში.
იხილეთ ფოტოები: