
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ზარ-ზეიმით შეაბიჯეს.
პედაგოგმა პატარების სასწავლო შემართებაზე იზრუნა და პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. მოსწავლეებს საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ. პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და სახალისო, სასწავლო-შემეცნებითი აქტივობებიც ენთუზიაზმით შესრულეს.
„ბავშვებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს. ფართოდ გაშალა ფოთლები ლურჯთვალა იამ, თავიანთ რიგს ელოდებიან ბანები, განები, დონები, მანები. მალე 33 მარგალიტი თანდათან აისხმება მძივებად და ჩვენს პატარებს ცოდნის სამყაროში შეუძღვება.
ყველა პირველკლასელს ვულოცავთ ანბანის შემობრძანებას და ვუსურვებთ საუკეთესო მოსწავლეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: