ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
22-10-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯეს. 

პატარების მოტივაციაზე სომხური ენის მასწავლებელმა იზრუნა და მათ საზეიმო ვითარებაში გააცნო პირველი ასობგერა.

პატარები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ. სასწავლო პროცესი მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩდა. 

საზეიმო გაკვეთილზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და სიმღერებიც შეასრულეს. 

პედაგოგმა ბავშვებს საანბანო პერიოდის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203