
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო.
IIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თინათინ ბლიაძის ხელმძღვანელობით, სტუმრობდნენ თეატრს - „მეორე სახლი“. მოსწავლეებმა თეატრის სცენაზე ნახეს სპექტაკლი სახელწოდებით - „მუსიკის ჰანგები“.
პატარები აღფრთოვანდნენ მსახიობთა ოსტატობითა და სპექტაკლის სილამაზით, სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
„შთაბეჭდილებით დატვირთული დღე“,- ასე აფასებენ სპექტაკლს სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო გასვლით ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: