„იგი მასწავლებელთა მაწავლებელია“- შორაპნის სკოლის პედაგოგი მზევინარ კვინიკაძე მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის დაჯილდოვდა
22-10-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლის პედაგოგი მზევინარ კვინიკაძე მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას მრავალი წელია ერთგულად ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

ახლახან, პედაგოგის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. მზევინარ კვინიკაძე მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის დაჯილდოვდა. 

მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა, ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ, მათ შორის წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა მზევინარ კვინიკაძეს. 

სკოლაში პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ. 

„დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ შორაპნის საჯარო სკოლიდან წარდგენილი იყო ჩვენი უძვირფასესი პედაგოგი ქალბატონი მზევინარ კვინიკაძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სითბოთი, ერთგულებითა და სიყვარულით ასწავლის და ზრდის მომავალ თაობებს.

მისი შრომა, პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირსებები მაგალითია როგორც კოლეგებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. ქალბატონ მზევინარს არასდროს დაუკლია ძალისხმევა, რომ თითოეულ ბავშვს მისცემოდა განვითარების, სწავლებისა და წარმატების შანსი.

2008 წლიდან ქალბატონი მზევინარი სკოლაში ხელმძღვანელობს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. იგი მასწავლებელთა მაწავლებელია.

შორაპნის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გულითადად ულოცავს ქალბატონ მზევინარ კვინიკაძეს ამ ღირსეულ აღიარებას, უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, შემოქმედებით ენერგიასა და კიდევ მრავალ წარმატებას პედაგოგიურ საქმიანობაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეოამასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203