
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა.
სკოლაში ღონისძიება „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა.
მოეწყო შთამბეჭდავი საშემოდგომო კუთხე, გამოიფინა ნობათი, ამოივლო ჩურჩხელები. მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რაოდენ ლამაზი და მრავალფეროვანია წელიწადის ეს უხვი დრო საქართველოში.
ბავშვებმა ღონისძიებაზე საკუთარი შემოქმედებაც წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოება სიმღერებითა და ლექსებით გაახარეს.
ღონისძიებას ბუნების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: