
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, სკოლის პედაგოგის - ეთერ ხარაზიშვილის წარმატება საზეიმოდ აღინიშნა. დაჯილდოვდნენ, სკოლის წარჩინებული კურდამთავრებულებიც.
საზეიმო ღონისძიება ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა. პედაგოგებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი ქარელის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა - ზაზა გულიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა - სიმონ გულედანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს საპატიო ჯილდო და სერტიფიკატები გადასცეს.
ასევე, ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ ბერძენაულის საჯარო სკოლის 2024 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ნინი მეარაყიშვილი და მარიამ მინაძე.
სკოლაში პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ. კურსდამთავრებულებს კი ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლიდან დაჯილდოებულებს - ღვაწლმოსილ პედაგოგს ეთერი ხარაზიშვილსა და ოქროსმედალოსნებს - ნინი მეარაყიშვილსა და მარიამ მინაძეს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: