მასწავლებელს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების, დირექტორს კი სკოლიდან დათხოვნის უფლება აქვს - დოკუმენტი
08-11-2025

დოკუმენტი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“, დეტალურადაა გაწერილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს დისციპლინური დევნა და გარდა ამისა, როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, თუ გაკვეთილიდან მოსწავლის გაძევებას გადაწყვეტს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სკოლის შინაგანაწესი კი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.

გარდა ამისა, სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები.

როდესაც საუბარია სკოლიდან მოსწავლის დროებით დათხოვნაზე, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. „სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს“.

მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება - სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება - დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით. დირექტორისა და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში ან სააპელაციო კომიტეტში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203