
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილმა კვირეულმა აიღო სტარტი.
კვირეულის პირველი დღე პირველკლასელთა აქტივობას მიეძღვნა.
მე-2 დღეს კვირეულს IV კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ აქტივობით - „ჩვენ ვსწავლობთ გრამატიკას“.
აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა - ნათია მეფარიშვილმა შესთავაზა.
ბავშვები აქტივობას ხალისით შეუერთდნენ და ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს.
კვირეული გრძელდება და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება. დასკვნითი აქტივობა კი 27 ოქტომბერს გაიმართება.
27 ოქტომბერი ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. ამავე დღეს საქართველოში აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნული დღეს.
იხილეთ ფოტოები: