
27 ოქტომბერი ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. ამავე დღეს საქართველოში აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნული დღეს.
თარიღთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო.
კვირეულის პირველი დღე პირველკლასელთა აქტივობას დაეთმო, ისინი ხომ გოგებაშვილის „დედა ენის“ დახმარებით ეუფლებიან ქართული ენის სიტკბოებას.
I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო სალიას ხელმძღვანელობით, აქტივობა - „გავალამაზოთ ქართული ანბანი“ შეასრულეს.
პატარებმა, რომლებიც ქართული ასოების მოხაზულობას ჯერ მხოლოდ სწავლობენ, ასო-ბგერები გააფერადეს. მათთვის აქტივობა მეტად სახალისო აქღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: