3 საკითხი, რაზეც სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს - დოკუმენტი
24-10-2025

სკოლის დირექტორის ფუნქციები გაწერილია დოკუმენტში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“.

რა ევალება სკოლის ხელმძღვანელს? - ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ დირექტორი მართავს სკოლას, რომელსაც წარმოადგენს „მესამე პირებთან ურთიერთობებში“, სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს, შეიმუშავებს საშტატო განრიგს, მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში, ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან, ასევე უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება „ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში“.

თუმცა გარდა ამისა, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს. ესენია:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულება და სააღმზრდელო პროცესი;

ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივი და სწორი ხარჯვა, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა, რაციონალურად გამოყენება;

გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203