„გვჯერა, პატარა ძიუდოისტი კიდევ არაერთხელ გვასახელებს“ - ​მელეს საჯარო სკოლის მოსწავლის - ნანუკა ონიანის მორიგი სპორტული წარმატება 
21-10-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში მოსწავლის მორიგი სპორტული წარმატებით ხარობენ. 

მე-6 კლასის მოსწავლემ, ნანუკა ონიანმა, ძიუდოს ტურნირში III საპრიზო ადგილი მოიპოვა. შეჯიბრი საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ 19 ოქტომბერს თბილისში ჩაატარა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„პატარა, მაგრამ სულიერი სიძლიერითა და მიზანდასახულობით გამორჩეული  ძიუდოისტი გოგონა-ნანუკა ონიანი, რომელმაც ლაშხეთის სექციაში ვარჯიში სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ღირსეულად იასპარეზა ჩემპიონატში და 2013-2014 წლებში დაბადებულთა შორის მე-3 ადგილი დაიკავა. 

ეს არ არის უბრალოდ ბრინჯაოს მედალი - ეს მისი შეუდრეკელი შრომის, ვარჯიშისა და მწვრთნელის მხარდაჭერის ნაყოფია.განსაკუთრებული მადლობა მის მწვრთნელს - ივანე ონიანს.

ეს მიღწევა კი მხოლოდ დასაწყისია - მას წინ დიდი გზა და არაერთი წარმატება ელის. გვჯერა, პატარა ძიუდოისტის სახელი არაერთხელ გაჟღერდება მსოფლიო ასპარეზზე. მან ეს უკვე დაამტკიცა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გილოცავთ, ნანუკა ამ გამარჯვებას. კიდევ არაერთხელ გვასახელებ, ჩვენო მარგალიტო“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203