ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კალიგრაფიული ნამუშევრები სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა
21-10-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათო მონაწილეობა კი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მხარდაჭერილი. 

ახლახან, ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

26 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პროექტის - „წერილი წარსულში“ დასკვნითი ღონისძიება. პროექტი განხორციელდა ეთნოფესტის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით.

დასკვნით ღონისძიებაზე ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეები თამარ ცინდელიანი, გვანცა ყიფიანი, მარიამ ანსიანი, ბარბარე ჯაჭვლიანი, მაგდა ცინდელიანი და მათი მასწავლებელი ლილე ჩხეტიანი დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა კალიგრაფიული ნამუშევრები გამოიფინა დაჯილდოვების ცერემონიაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203