მუხურის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა 
21-10-2025

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკუსსა თუ საგანმანათლებლო კონკურსში, წარმოაჩენენ ნიჭსა და შესაძლებლობებს, იმდიდრებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას. 

ახლახან, სკოლაში გუნდური  ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

თამაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. ინტელექტუალური შერკინების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი -„კეთილები“. 

გამარჯვებული გუნდი დიპლომით დაჯილდოვდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ინტელექტუალური თამაში ჩატარდა სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით. სკოლაში თამაშის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა - სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი შავლეგი აბესაძე. 

„პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების ინტელექტუალური, ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების, გუნდური თამაშის დროს ურთიერთანამშრომლობის, მსჯელობის, დისკუსიის უნარების განვითარებას. წარმატებები ჩვენს ნორჩ ინტელექტუალებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203