
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში წარმატებული კურსდამთავრებულის, ნიჭიერი პიანისტის - დავით ხრიკულის წარატებით ხარობენ.
ახალგაზრდა პიანისტი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონკურსის ფინალისტია.
პრესტიჟული, შოპენის პიანისტთა მე-19 საერთაშორისო კონკურსი პოლონეთში გაიმართა.
დავით ხრიკული ვარშავის ფილარმონიის სცენაზე წარმატებით წარდგა. იხილეთ კონკურსის ორი რაუნდის ჩანაწერერები - I ტური, II ტური
სკოლის კურსდამთავრებული ამჟამად მადრიდის დედოფალ სოფიას სახელობის სამეფო მუსიკალურ სკოლაში აგრძელებს სწავლას.
სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის წარმატებით და მას საერთაშორისო აღიარებას ულოცავენ.