
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც ბავშვების მიღწევებზე აისახება.
ახლახან, ჩივთქილისელმა მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს „ოთხთა ტურნირზე“.
18-19 ოქტომბერს, ხულოში გაიმართა მუნიციპალიტეტის „ოთხთა ტურნირი“ მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ჩივთქილისის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა - დავით პოგოსიანმა და არტურ პეტროსიანმა (U15, 2010–2011 წწ.) წარმოაჩინეს ნამდვილი სპორტული ოსტატობა.
ფინალში ერთმანეთს სწორედ ჩივთქილისის საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და წალკის გუნდის ჩივთქილისური ფინალი გაიმართა.
საერთო ჯამში, წალკის გუნდის 16 ჩოგბურთელიდან 5 მედალი მოიპოვა, რაც ჩივთქილისელი სპორტსმენების მონდომებას უსვამს ხაზს.
„გულწრფელად ვულოცავთ დავითსა და არტურს, მათ ოჯახებს, სკოლას, სოფელ ჩივთქილისას და მთელ წალკას ამ ღირსეულ წარმატებას! მადლობას ვუხდით წალკის სასპორტო სკოლას ნდობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: