ორბელის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე „ჩაის წვეულება“ მოაწყვეს
20-10-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის გაკვეთილები სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია

პედაგოგი მაია კვენეტაძე ბავშვების მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს და მათ არაერთ სახალისო აქტივობას სთავაზობს. 

ახლახან, ჭკვიანმა მე-3 კლასელებმა Tea Party (ჩაის წვეულება) მოაწყვეს, როლებიც მოირგეს და სასიამოვნო 10 წუთი აჩუქეს ერთმანეთსა და მასწავლებელს. რა თქმა უნდა, ისაუბრეს ინგლისურად. 

„სწორედ ასეთია ჩვენი ყოველდღიური ინგლისური ენის გაკვეთილები“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ სახალისო აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203