რესურსცენტრები, მასწავლებლის  სახლი, პედაგოგები... - ცნობილია, რაზე ისაუბრებს მინისტრი ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაციაზე
20-10-2025

მისივე თქმით, ცვლილებები არა მხოლოდ 11-კლასიან სასწავლო პერიოდს, არამედ რესურსცენტრებს და მასწავლებლის სახლსაც შეეხება:

„სკოლების ნაწილში უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე“ - კობახიძე

„ბოლონიის პროცესი უმაღლესი განათლების სისტემის მოწყობას ეხება. შესაბამისად, იმ დოკუმენტში ზოგადი განათლება მოხსენიებული ვერ და არ იქნება. არც 12 წელზე, არც 11 წელზე - ზოგად განათლებაზე არაფერი წერია...

„დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო განათლება 12-წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11-წლიან სწავლებაზე“

მალე ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაცია იგეგმება, სადაც დეტალურად იქნება განხილული, რა ვადებში რა ცვლილებები განხორციელდება. დანამდვილებით ვიცი, რომ რესურსცენტრების გაძლიერება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, მასწავლებლის სახლის კონცეფციის გაძლიერება იგეგმება... ეს რეფორმა ტარდება იმისათვის, მშობელს ჰქონდეს ნდობა, რომ მისი შვილი სრულყოფილ საბაზისო განათლებას მიიღებს და კონკურენტუნარიანი იქნება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე“, - განაცხადა ბაია კვიციანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203