
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, მე-2 კლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომელიც როლური თამაშის გამოყენებით წარიმართა.
მოსწავლეებმა საპროგრამო მასალით კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალის“ ერთ-ერთი თავი გაიარეს, რის შემდეგაც პედაგოგმა მათ შემოქმედებითი დავალება შესთავაზა - მე-2 კლასელებმა საყვარელი ზღაპრის მთავარი გმირის როლი მოირგეს, ტექსტზე დაყრდნობით თანაკლასელების შეკითხვებს უპასუხეს და ცუდისა და კარგის გასარჩევად ხის კაცუნასთვის რჩევებიც არ დაიშურეს.
აქტივობა „პერსონჟის სკამი“ მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: