
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. კონკურსში დაწინაურდნენ - მე-3 კლასი, მე-6 კლასი და მე-10 კლასი.
პირველადგილოსნები კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ.
სკოლაში კონკურსის მიმდინარეობს ხელმძღვანელობდა სასწავლო ნაწილის გამგე ნინო სურმავა.
იხილეთ ფოტოები: