საპრასიის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო გერმანულენოვან პროექტზე იმუშავეს
20-10-2025

შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მოსწავლეები გერმანულ ენას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. 

მასწავლებელი ნინო საკანდელიძე სწავლებისას არაერთ საინტერესო მეთოდსა თუ აქტივობას მიმართავს და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებს

ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს თემა - „Haustiere“ („შინაური ცხოველები“). რის მიხედვითაც განახორციელეს პროექტი სახელწოდებით - Unsere Bauernhof („ჩვენი ფერმა“).

პრეზენტაციისას მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შესრულებული ნახატები და ისაუბრეს საყვარელი ცხოველების შესახებ, რომლებიც სახლში ჰყავთ ან უბრალოდ უყვართ.

მათ ასევე წარადგინეს თავიანთი შექმნილი „ფერმა“. საუბარში ისინი იყენებდნენ შესწავლილ ფრაზებს, სიტყვებსა და გრამატიკულ მასალას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203