ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა ელექტროლიტების წყალხსნარებში მიმდინარე ქიმიური რეაქციები საინტერესო ექსპერიმენტებით შეისწავლეს 
21-10-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიას საინტერესო ცდებისა და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით სწავლობენ.

აღსანიშნავია, 16 ოქტომბერს მე-9 კლასელთა ქიმიის საინტერესო გაკვეთილი, რომელსაც მასწავლებელი მ.გოროზია ხელმძღვანელობდა. 

სასწავლო პროცესს ესწრებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე ს. გველესიანი.

მასწავლებელმა წინარე ცოდნის გამოკითხვისა და განმტკიცების შემდეგ მოსწავლეებს გააცნო ახალი საგაკვეთილო თემა: „ელექტროლიტთა წყალხსნარებში მიმდინარე ქიმიური რეაქციები“.

გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ. ესპერიმენტის ჩატარებისას მოსწავლეებმა ნახეს, რომ ორი ხსნარის შერევისას, ზოგჯერ წარმოიქმნება ნალექი, აირი და წყალი.

ჩატარებული ექსპერიმენტით მათ განამტკიცეს თეორიული ცოდნა. სხვადასხვა ფერის ნალექის მიღებამ (ყვითელი, ცისფერი, თეთრი) დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.

მოსწავლეები აკვირდებოდნენ, აფიქსირებდნენ ცდის მსვლელობებს და აკეთებდნენ შესაბამის დასკვნებს.

„მათ გაიმყარეს ცოდნა ელექტროლიტების წყალხსნარებში მიმდინარე ქიმიური რეაქციების შესახებ. ნახეს თუ როგორ მიმდინარეობს და როგორ იწერება სრული და შეკვეცილი იონური ტოლობა. მოსწავლეები ჩატარებულ შედეგებს ინიშნავდნენ სამუშაო რვეულში და წერდნენ შესაბამის ტოლობებს“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ პედაგოგის საინტერესო მიდგომები და  მოსწავლეთა აქტიურობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203