
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
მათ შორის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ მეცნიერების ფესტივალს.
29 სექტემბერს, მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას სტუმრობდნენ სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები.
ფესტივალის მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნის პედაგოგები და მოსწავლეები.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ფესტივალზე წარმოდგენილ პროექტებს და ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები: