
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. აქვე აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში საგნის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ სიღრმისეულ ცოდნას და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში.
ახლახან ქუთაისის N12 საჯარო სკოლის VIII „ბ“ კლასში ჩატარდა ჯგუფური მუშაობა თემაზე: „სასიცოცხლო ნიშნები“ ( ბიოლოგიის პედაგოგი - დ. კუჭუხიძე).
როგორც სკოლაში გვიამბობენ, „მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში, სიღრმისეულად განიხილეს თემა და წარმოადგინეს შეფასებები“.
მუშაობის დასრულებისას კი, შეფასების რუბრიკის მიხედვით, ბავშვებმა შეაფასეს საკუთარი მონაწილეობისა და ჯგუფური საქმიანობის შედეგები.