ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებით გზას საინტერესო პროექტით გაეცნენ
20-10-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მუსიკაში პროექტული სწავლების ფარგლებში, X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო პროექტი თემაზე - ეროვნული იდენტობისა და ეროვნული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზ.ფალიაშვილის შემოქმედებაში.

მოსწავლეები გაეცნენ ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებით გზას. წარმოადგინეს პრეზენტაციები და დიდი ქართველი კომპოზიტორის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნათია მუშკუდიანი ხელძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო პროექტებითა და აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203