
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო პროექტებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ.
17 ოქტომბერს მე-8 კლასში, ინგლისურ ენაში ჩატარდა პროექტის - All about me პრეზენტაცია.
მე-8 კლასის დამრიგებელი შორენა კოხრეიძე გახლავთ, ინგლისურ ენას კი ბავშვებს პედაგოგი სალომე საგანელიძე ასწავლის.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები.
თითოეულმა მონაწილემ ინგლისურ ენაზე წარმოადგინა ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ - მათ ისაუბრეს საკუთარ ინტერესებზე, ჰობიზე, საყვარელ საგნებსა და მომავლის გეგმებზე.
პროექტის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს განევითარებინათ კომუნიკაციის უნარები და შეძლებოდათ საკუთარი თავის შესახებ საუბარი თავისუფლად და გამართულად.
პროექტის სხვა მიზნები იყო:
მოსწავლეებში საკუთარი თავის წარმოდგენის უნარის გაღრმავება ინგლისურ ენაზე;
საუბრის (Speaking), მოსმენის (Listening) და წერის (Writing) უნარების გაუმჯობესება;
აქტიური ლექსიკის გამდიდრება და გრამატიკული ცოდნის გაძლიერება;
მოსწავლეთა შემოქმედებითი და დამოუკიდებელი მუშაობის წახალისება;
კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა წარმატებით უზრუნველყო ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
იხილეთ ფოტოები: