ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექკურსია 
20-10-2025

„არაფორმალური განათლების საუკეთესო საშუალებაა სასკოლო ექსკურსია“,- აღნიშნავენ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში, სადაც პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს. 

შესაბამისად, სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საგანმანათლებლო თავგადასავლებით

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბახვის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებს საუკეთესო და დასამახსოვრებელი დღე ჰქონდათ - მათი შემეცნებითი და სანახაობითი დღე კაცხის სვეტის და კაცხის მონასტრის მონახულებით დაიწყო.

იმოგზაურეს აკაკი წერეთლის სამყაროში, ეწვივნენ სხვიტორს, სხვიტორის გალერეას, სავანეში ძიძისეულ კარმიდამოს, ბავშვები გულისყურით უსმენდნენ ექსკურსიამძღოლებს.

„უკან დაბრუნებისას გზად შევიარეთ ჭიათურის რაიონის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე სახელდახელოდ მართლაც „მხიარული სტარტები“ გამოგვივიდა. მადლობა სპორტის მასწავლებელ გოჩა კრასოტკინს, რომ წინასწარ გათვალა საჭიროება და მთელი „აღჭურვილობით“ წამოვიდა, მადლობა ექსკურსიის მონაწილე მასწავლებლებს - მაია ვაშალომიძეს და ეკატერინე არუსიას, ასე რომ გაულამაზეს ჩემს მერცხლებს მათი ჩართულობით ეს დღე. ეს იყო ცოდნის შეძენის ,გართობის, მეგობრობის და სიყვარულის დაუვიწყარი დღე. მადლობა მშობლებს რომ არა მათი თანადგომა - ეს დღე ვერ შედგებოდა...“,- აღნიშნავს პედაგოგი მზია ვაშალომიძე.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203