
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს. ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პატარებს პედაგოგი ნონა სელიმაშვილი შეუძღვა და ბავშვებს საზეიმო გაკვეთილი შესთავაზა.
სკოლის ქართულ სექტორში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები მოწიწებით და დიდი სიყვარულით ეცნობიან ქართულ ანბანს. შემდეგ კი აგრძელებენ სწავლას სახელმწიფო ენაზე.
პირველი საანბანიო გაკვეთილი შთამბეჭდავად წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეები არაერთ სახალისო და შემეცნებით აქტივობაში ჩართო.
„ბავშვებს ქართული ენის საფუძვლიანად დაუფლებაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნონა სელიმაშვილი ეხმარება. სექტორის მისიაც სწორედ ისაა, რომ აზერბაიჯანელი მოსწავლეები, მათი მშობლები და, ზოგადად, თემი ინტეგრირდეს ქართულ საზოგადოებაში. სექტორი ამ მისიას შესანიშნავად ასრულებს კვალიფიციური კადრების საშუალებით“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც სახელმწიფო ენის ხარისხიან სწავლებას დიდი მნიშვნელობა ექცევა.
იხილეთ ფოტოები: