
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
8 ოქტომბერს, ნინოშვილის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო შეჯიბრება ჩატარდა.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა კონკურსით გათვალისწინებულ სამ ასაკობრივ კატეგორიაში. გუნდებში სხვადასხვა კლასების მოსწავლეები იყვნენ გადანაწილებულები. მე-3-მე-4-მე--5 კლასების ასაკობრივ კატეგორიაში შეიქმნა სამი გუნდი: „მზე“, „გენიოსები“ და „მერცხალი“.
ძალზე საინტერესო და ემოციურ ბრძოლაში გამარჯვება დარჩა „მზეს“, რომელმაც 78 ქულა მოაგროვა.
მეორე ადგილზე 67 ქულით გავიდა „გენიოსები“, „მერცხალი“ კი 55 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.
მე-6-მე-7-მე-8 კლასების კატეგორიაში ასევე სამი გუნდი შეიქმნა: „გენიოსები“, „მეგატვინები“ და „ნინოშვილის ტვინები“. შეჯიბრება აქაც საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. 48 ქულით გამარჯვება „გენიოსებს“ დარჩათ, მეორე ადგილზე 41 ქულით „მეგატვინები“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „ნინოშვილის ტვინებს“ დარჩათ 30 ქულით.
ზედა ასაკობრივ ჯგუფში ერთმანეთს შეეჯიბრა მე-9 კლასის გუნდი „ულტრატვინები“ და მე-10 კლასის გუნდი „ჭკუის კოლოფები“. ამ ასაკობრივ კატეგორიაში აშკარა უპირატესობით გამარჯვება მე-10 კლასის გუნდ „ჭკუის კოლოფებს“ დარჩათ 60:32.
სკოლა ემზადება საქალაქო ტურისთვის, სადაც თითოეულ კატეგორიაში ასევე ნაკრები გუნდებით წარდგება.
იხილეთ ფოტოები: