ეწერის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო გაკვეთილი და ხალისით დაწყებული ანბანის სწავლა
20-10-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში სიხარულით შეაბიჯეს. პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე იზრუნა და პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. 

მოსწავლეებს საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ. პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და აქტივობებიც დიდი ენთუზიაზმით შესრულეს.   

პედაგოგი  მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203