თბილისის N115 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა
20-10-2025

თბილისის N115 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ჯადოსნური მოგზაურობა დაიწყო. 

პატარებმა „ანბანეთში“ დიდი სიხარულით შეაბიჯეს. მათ მოტივაციაზე კი მზრუნველმა და მოსიყვარულე პედაგოგებმა იზრუნეს და პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქციეს. 

პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასააბნაბო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და აქტივობებიც დიდი ენთუზიაზმით შესრულეს

საზეიმო გაკვეთილებს ხელმძღვანელობდნენ პირველკლასელთა დამრიგებლები და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. 

1/1 კლასის დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი ანა ყარმაზანაშვილი გახლავთ,1/3 კლასის დამრიგებელი ნათელა კახაბრიშვილია, ქართულის მასწავლებელი კი - თეონა გორდეზიანი,1/4 კლასს თამუნა ბერიძე ხელმძღვანელობს, ქართულ ენასა და ლიტერატურას კი პატარებს თამუნა  გულისაშვილი ასწავლის. 1/5 კლასის დამრიგებელი დარეჯან ფარჯიანია, ქართულის მასწავლებელი კი ნინო გაროზაშვილი.1/5 კლასში ღონისძიების - „ანბანის  მობრძანება“ მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის მუსიკის მასწავლებელ ია გალდავას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203