
11 წლიანი სასკოლო განათლების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. გარდა ამისა, თავად განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა განმარტებული, რატომაა აუცილებელია 12 წლიანი სასწავლო პროცესი, სადაც პირველ ყოვლისა წერია, რომ 11-წლიანი სკოლის ატესტატს ევროპის უნივერსიტეტები არ იღებენ.
განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ კი, სატელევიზიო ინტერვიუს დროს განმარტა, რომ ვისაც სწავლა უნდა უცხოეთში, მან დამატებით ერთი წელი უნდა ისწავლოს უცხოურ სკოლაში ან კოლეჯში:
„ბოლონიის პროცესში არსად წერია, რომ სწავლა 12-წლიანი უნდა იყოს. 11-წლიანი სასწავლო პროცესი მოიცავს იმ ეტაპს, რასაც სასკოლო განათლება ჰქვია, და აძლევს ცოდნას, რაც სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა ჰქონდეს ბავშვს. ევროპული უნივერსიტეტები ითხოვენ, რომ 12 წლის სწავლების ატესტატი უნდა წარადგინოს ახალგაზრდამ. თუ გავითვალისწინებთ, რა რაოდენობაზეა საუბარი, გამოჩნდება, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ორიენტირებული იმაზე, სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე; ამ ეტაპზე იკვეთება, რომ უფრო მოთხოვნადი არის სამაგისტრო საფეხური, რომელიც ბაკალავრიატის შემდეგაა. შესაბამისად, იმ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, სწავლა გააგრძელონ ევროპის უნივერსიტეტში, 11 წლის დასრულების შემდეგ ერთი წელი უნდა ისწავლონ უცხოეთში რომელიმე სკოლაში ან კოლეჯში“.
„დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო განათლება 12-წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11-წლიან სწავლებაზე“