ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი კონკურსებსა და არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს.
სკოლაში გამარჯვებულ გუნდებს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: