
რეგიონული განვითარების სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა.
დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, განათლების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული სკოლების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
გ) სამინისტროში შემოსული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი პასუხის მომზადება და ამ მიზნით შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სხვა დაწესებულებაში;
დ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.