
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი ნინო გოშაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატია.
პედაგოგი ოთხ ათეულ წელზე მეტია ღირსეულად ემსახურება მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას. 10 წლის განმავლობაში იყო სკოლის სასწავლო ნაწილის გამე, 17 წელი სკოლის დირექტორი, მან სკოლას არაერთი წარმატება მოუტანა, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით.
ახლახან, მისი შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც ნინო გოშაძე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
ნინო გოშაძეს ახარებს პროფესიული აღიარება და მადლობას უხდის ყველას დაფასებისთვის.
„მადლობა ჩემი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასებისა და აღიარებისათვის საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მის ხელმძღვანელს ქალბატონ ლიკა ხვედელიძეს, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს სკოლასა და მის დირექტორ ლია ნადირაძეს.
მადლობა, კეთილი სურვილებისა და სითბოსთვის ყველა იმ ადამიანს ვინც გაიზიარა ჩემი სიხარული და წარმატება“,- აღნიშნავს პედაგოგი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
იხილეთ ვიდეო