
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლა 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდა.
პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ. მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა მიღებამ და ლამაზმა ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნის ფონზე, მოსწავლეებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა.
მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა სკოლის დირექტორმა, ნინო მოდებაძემ და ბავშვებ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია, სათხუთმეტსექტემბრო მიღებაც. მართალია, სასწავლო წელი უკვე თვეზე მეტია დაიწყო, მოსწავლეებს ამ დღის განწყობა დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: